logo_geo
eng_logo
ქეთი კოვზიაშვილი: დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს
- +

10 ოქტომბერი. 2021. 01:54

 

მადლობა თითოეულ იქ მდგომ ადამიანს, უდიდესი მადლობა მაშველებს, პოლიციის დანაყოფების თანამშრომლებს, ადგილზე მყოფ მოქალაქეებს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებსა და მათ ხელმძღვანელებს, თითოეულ გულშემატკივარს”, - ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში, ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერ.

 

ორი გადარჩენილი სიცოცხლე და ცხრა ცხედარი ...

 

ყველაზე ემოციური 29 საათიანი გრძელი დღე იყო ბათუმში. ერთმანეთში  ირეოდა სიკვდილზე გამარჯვების სიხარული, მძიმე წუთების მოლოდინი,  დარდი, სიჩუმე- სიჩუმე რომლითაც სიცოცხლის ხმაური უნდა გაგეგო.

 

 სიცოცხლის გადარჩენის იმედით გასუფთავებული არაერთი სართული.

 

იყო ბუნებრივი ქაოსი, რომელსაც მოყვა შიში, უამრავი ემოცია, გეგმა, და საძიებო - სამაშველო  ოპერაცია. პირველი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა- მაშველებმა მცირეწლოვანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

 

საძიებო - სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო  სამინისტროს  არაერთი დანაყოფი, რომელთა ფუნქციებიც ერთმანეთზე გადაჭაჭვული იყო და მათ გამართულ მუშაობას მშვიდად, ღირსეულად, თანამიმდევრულად, ცივი გონებით, იმედით და მისთვის ჩვეული განსაკუთრებული დამოკიდებულებებით ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი- ვახტანგ გომელაური, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია  თანამშრომლებს.

 

მძიმე იყო გარემო და გულწრფელი იყო ადგილზე  მყოფი ადამიანების ემოციები. ყველას  უნდოდა მაშველების ადგილას ყოფნა, მათი დახმარება, აგურის დადება ან გადაგდება, აგურის რომელიც სიმბოლოა პასუხისმგებლობის და დარდის, რომელსაც ჩვენ ყველა ვგრძნობდით.

 

ადგილზე კიდევ უფრო მძაფრია ემოციები.

 

მადლობა თითოეულ იქ მდგომ ადამიანს, უდიდესი მადლობა მაშველებს, პოლიციის დანაყოფების თანამშრომლებს, ადგილზე მყოფ მოქალაქეებს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებსა და მათ ხელმძღვანელებს, თითოეულ გულშემატკივარს. 

 

მადლობა მედიას და განსაკუთრებით ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს. ასეთ სიტუაციებში  მუშაობა მარტივი არაა, 29 საათი ვიმუშავეთ ერთად და ერთმანეთში არეული ემოციები და მოვლენები ერთად გავუზიარეთ მსმენელსა თუ მაყურებელს.

 

ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

 

დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს”, -წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner