logo_geo
eng_logo
სირიაში აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 ივლისი. 2016. 15:17


სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ ელ-ქამიშლიში აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 100-ს აღემატება. ქალაქი ამჟამად ქურთების კონტოლირებადი ტერიტორიაა.


ადგილობრივი მედიის ცნობით, სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების ადგილიდან კადრები სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. სატვირთო მანქანა ქურთთა უსაფრთხოების ძალების შტაბის გვერდით იდგა.


ტერაქტზე პასუხისმგბელობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


ქურთთა რაზმები ამერიკული ავიაციის დახმარებით სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner