logo_geo
eng_logo
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ პროფესორ რევაზ ბოჭორიშვილს უმასპინძლებს
- +

27 ივლისი. 2016. 15:20


15-20 აგვისტოს, სამედიცინო ცენტრ ინოვას" ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის CICE-ს დირექტორი, დ'ესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი-კონსულტანტი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ეწვევა. ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ კონსულტაციები პროფესორ რევაზ ბოჭორიშვილისაგან. ვიზიტის დროს, ასევე, დაგეგმილია ოპერაციების ჩატარებაც. პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ოპერაციებს ჩაატარებს სამედიცინო ცენტრის „ინოვას" ოპერაციული გინეკოლოგიის და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელ, პროფესორ ვადიმ ხატიაშვილთან ერთად. ოპერაციები ჩატარდება უახლესი მეთოდების გამოყენებით.


პროფ. რევაზ ბოჭორიშვილთან კონსულტაციაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდნენ: +995 32 2 232 232

პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებზე დაწყებულია!


სამედიცინო ცენტრი „ინოვა". მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის 7ა ტელ.: +995 32 2 232 232;


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner