კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მისი ოჯახისთვის მცირედი შვებაა.
„ყველანაირად, ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად ფიქრობდნენ იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა შეერყიათ. სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები მიჰქონდათ მასთან და იგი ტკბებოდა. არ ვიცი! ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაზე არ უნდა იბადებოდეს“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.