“მათსავე რეჟიმში უნდა მოხვედრილიყვნენ სააკაშვილიც და მერაბიშვილიც და მერე მიხვდებოდნენ რა იყო”, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, კობა ოთანაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„მერაბიშვილიც და მთელი მაშინდელი პოლკიტელიტა, მოდიოდნენ და დაჭრილ ადამიანებს წიხლებს გვირტყამდნენ. ხელები დამიხვრიტეს, ფეხები დამიხვრიტეს და მკერდში მესროლეს. უნდოდათ მათთვის სასურველი ჩვენება მიმეცა, თუ არ ვიზამდი მოკლავდნენ. მიდიოდა წამება, ნაკერების ამოღება“, - განაცხადა კობა ოთანაძემ.