logo_geo
eng_logo
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
- +

10 ოქტომბერი. 2021. 22:48

 

 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.

 

შეგახსენებთ, რომ ზურაბმა მეოთხედფინალში ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი (82კგ-ში) ლაშა გობაძე დაამარცხა.

 

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა 2021 წელს უდიდეს წარმატებას მიაღწია. დათუნაშვილი გახდა მსოფლიოსა  და ევროპის ჩემპიონი, იგი ასევე ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner