ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ზურაბმა მეოთხედფინალში ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი (82კგ-ში) ლაშა გობაძე დაამარცხა.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა 2021 წელს უდიდეს წარმატებას მიაღწია. დათუნაშვილი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, იგი ასევე ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.