logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, კახი კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება
- +

10 ოქტომბერი. 2021. 23:31

 

 

“ეს არჩევნები უბრალოდ, საშუალებაა იმისა, რომ დამატებით რაღაც არეულობა შემოიტანოს პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი დესტრუქციული ქმედებები დაგეგმოს. თუმცა, ამაშიც ხედავთ, ძალიან სუსტები არიან. არც ერთ, არც მეორე ნაწილში მათ წარმატების რესურსი არ აქვთ”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„პირადად ჩემთვის, თბილისში მეორე ტური გულდასაწყვეტია და უსამართლობის ერთგვარი განცდა რჩება. იცით, კახი კალაძე 4 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ ქალაქს და უამრავი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, კახი კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ მელიასნაირ ფიგურას ხმას აძლევს თბილისში ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, არის პრობლემა და ალბათ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. საზოგადოებასთან მეტი მუშაობა გვჭირდება, რათა ყოველმა მესამე თბილისელმა კრიმინალს ხმა არ მისცეს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner