„ქართული ოცნების“ 47% დემოკრატიაში არის ძალიან მაღალი და კარგი პროცენტი. რომ შევადაროთ ევროპულ ქვეყნებს ძალიან იშვიათია, რომ გამარჯვებულ პარტიას ამხელა პროცენტი ჰქონდეს. ხშირად ხელისუფლებას აკომპლექტებს პარტია, რომელსაც ავს 25%”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა 2 ოქტომბრის შედეგები შეფასებისას განაცხადა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის არჩევნები პირველი გამარჯვებიდან მე-9 წელს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომ მათ აქვთ ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ“, - განაცხადა სუბარმა.