“რომ ყოფილიყო სრული მობილიზება ჩვენს ამომრჩეველში, რომა რ ყოფილიყო წინა დღის დაბნეულობა, რაც ჩვენი განცხადებებითაც იყო გამოწვეული, შემდეგ სააკაშვილის საქართველოში აღმოჩენა, რომ არ წასულიყო რამდენიმე პროცენტი გახარიასკენ, ჩვენ ალბათ სასწაულს მოვახდენდით ისე, როგორც ეს გავაკეთეთ 2016 და 2017 წლებში”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბრის შედეგები შეფასებისას „იმედის კვირას“ განუცხადა.
„შეუძლებელია კახა კალაძე დამარცხდეს მეორე ტურში. შეუძლებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ არ ამბობს არცერთ სიტყვას, რას აპირებს ამ ქალაქში. ამაზე აკეთებს თბილისელი ამომრჩეველი არჩევანს თუ კახა კალაძეზე, რომელმაც საქმითა და პროექტებით დაამტკიცა, რომ მხარდაჭერას იმსახურებს. ამაზე იყოს რეფერენდუმი, წინა შემთხვევაში ძალიან სპეკულაციური იყო, ახლა შეიძლება ჩვენც ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.