logo_geo
eng_logo
კრისტინა აგილერას კონცერტისთვის მატარებლის სპეცრეისი დაინიშნა
- +

27 ივლისი. 2016. 16:35


30 ივლისს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, „Black Sea Arena"-ს მსოფლიო დონის პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი გახსნის.


კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზამ" მიიღო გადაწყვეტილება, დაინიშნოს დამატებითი რეისი 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული ფაქტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას, კონცერტის დღეს ესტუმროს შავი ზღვის სანაპიროს.


ბილეთების შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


სპეცრეისის განრიგი შემდეგია:


„Black Sea Arena"-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.


მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 30 ივლისს 10:25, ურეკში ჩავა 14:51.


მატარებელი ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10.


აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner