logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.
- +

11 ოქტომბერი. 2021. 10:50

 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 11 ოქტომბერი საქართველოში გამოცხადებულია გლოვის დღედ - 2021 წლის 8 ოქტომბერს ქ. ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამოქცევას მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი.

 

11 ოქტომბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება.

 

საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, საელჩოს დიპლომატიური კორპუსის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

 

"ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ, დაამწუხრა სრულიად საქართველო. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს თითოეული გარდაცვლილის, დაღუპული ბავშვების გამო. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ვლოცულობთ მათთან ერთად. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც საქართველოსთვის ამ მეტად მძიმე დღეებში, გულწრფელად იზიარებს ჩვენს გასაჭირს და გვიცხადებს სამძიმარს. მადლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას და რიგით მოქალაქეებს თანადგომისა და ჩვენი დიდი მწუხარების გაზიარებისთვის"- განაცხადა საქართველოს ელჩმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner