logo_geo
eng_logo
დღეიდან საქართველო დიდი ბრიტანეთის “წითელ სიაში” აღარაა – ნახეთ მოგზაურობის წესები
- +

11 ოქტომბერი. 2021. 10:53

 

 

დღეიდან, 11 ოქტომბრიდან, საქართველო დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის “წითელ სიაში” აღარ არის.

 

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან მიმავალი ყველა პირი ბრიტანეთის (ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისის) ტერიტორიაზე შესვლას შეძლებს შემდეგი პირობებით:

 

სრული ვაქცინაციის შემთხვევაში (მხოლოდ ბრიტანეთის მიერ აღიარებული ვაქცინით) – Pfizer და AstraZeneca.

 

გამგზავრებამდე მათ უნდა შეასრულონ შემდეგი პირობები:

 

ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება;

 

ჩასვლიდან მე-2 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტის დაჯავშნა.

 

ჩასვლის შემდეგ ბრიტანეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაგნ ითხოვს მეორე დღეს PCR ტესტის გაკეთებას.

 

თუ სრულად ვაქცინირებული არ ხართ, გამგზავრებამდე უნდა წარადგინოთ:

 

ბოლო 72 საათის განმავლობაში „PCR“ ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;

 

ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;

 

ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

 

არასრულად ვაქცინირებულები ჩასვლის შემდგომ 10-დღიან იზოლაციაში გადავლენ წინასწარ მითითებულ მისამართზე, თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს კი PCR ტესტს გაიკეთებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner