მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მორალური ბერკეტი იმისა, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი გათავისუფლდეს. „ქართულ ოცნებაში“ ასევე ეხმაურებიან რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანის მიერ გამართულ აქციას, რომელსაც სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეც კი არ დაესწრო
„რაც შეეხება იმ განწყობის შემოტანას, თითქოს მას {მიხეილ სააკაშვილს} დანაშაული არ ჩაუდენია და არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს თვალში ნაცარი შეაყარონ. მეტსაც გეტყვით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებმაც სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ტერორისტული, სადისტური მმართველობა განიცადეს“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.