logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ვინც დღეს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად დანაშაულის თანამზრახველი ხდება
- +

11 ოქტომბერი. 2021. 11:41

 

 

მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვინც დღეს გამოდის უღირსი ლოზუნგით და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად ხდება იმ უმძიმესი დანაშაულის თანამზრახველი, რომელიც ჩადენილი აქვს მას.

 

„ვინც დღეს გამოდის ვფიქრობ, უღირსი ლოზუნგით და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად ხდება იმ უმძიმესი დანაშაულის თანამზრახველი, რომელიც ჩადენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. იქნება ეს უშუალოდ ადამიანებს მკვლელობა, წამება, საკუთრების უფლების ჩამორთმევა, თუ ის ტოტალური სახელმწიფოს რეკეტი და ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობით“ - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner