logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: დღეს გლოვის დღეა და ეს რას ლაპარაკობს, რა დროს „ტრაურიაო"?!
- +

11 ოქტომბერი. 2021. 13:43

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში ანზორ მელიას ვიდეოს აზიარებს და მის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბათუმის ტრაგედიაზე, გამოცხადებულ გლოვის დღეს არადროული უწოდა.

 

„დღეს გლოვის დღეა და ეს რას ლაპარაკობს, რა დროს „ტრაურიაო"?!

ხედავთ ჩემს ველზე, არაფერი დამიწერია გუშინ და არც დღეს ვაპირებდი რაიმეს დაწერას, მაგრამ ნახეთ რა დღეში არიან?!

აჟიოტაჟია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადარებენ მაკედონელს, აღმაშენებელს, გამსახურდიას. ახალგაზრდა ამბობს, მან გვაჩუქა სიცოცხლეო...

რა გვაჩუქა არ ვიცი. თუ რაიმე კარგი გააკეთა, ვალდებული იყო. რაც დააშავა, პასუხი აგოს.

წაიღონ საქმეები სტრასბურგში. ერთ საქმეზე რა შეფასებაც დადო სტრასბურგმა, ვიცით. იგივე იქნება დანარჩენზე.

ამიტომ დარჩა ერთადერთი გზა, ჯანმრთელობის საფრთხე, ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, ამ მოტივით ხალხის მობილიზება და ა.შ.

ამ დროს ჩადენილ დანაშაულებს უარყოფენ. ფიქრობენ, რომ განელდა 10 წელში.

ხალხის გარკვეულ ნაწილს ოცნება თუ არ მოსწონს, წარსულში დაბრუნება ათიათასჯერ არ სურთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, საპატიმრო დაწესებულება განცხადებას ავრცელებს რომ დამაკმაყოფილებელია.

იქნებ პატივი სცეთ საზოგადოებას და ერთი დღე, 11 ოქტომბერი, მშვიდად გაატაროთ, მდუმარედ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner