logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: აშშ აღიარებს, რომ ევროპას შეუძლია და უნდა ჰქონდეს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები ნატოს ფარგლებს გარეთ
- +

11 ოქტომბერი. 2021. 14:13

 

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აშშ აღიარებს, რომ ევროპას შეუძლია და უნდა ჰქონდეს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები ნატოს ფარგლებს გარეთ.

 

„აშშ აღიარებს, რომ ევროპას შეუძლია და უნდა ჰქონდეს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები ნატოს ფარგლებს გარეთ. მიკვირს, რომ ნატოს გენერალური მდივანი ამ პოზიციას არ იზიარებს. ვაშინგტონი ასევე აცხადებს, რომ მან უნდა აიღოს ვალდებულება საჰელში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ნატოს შიგნით გაყოფას ვერ დავუშვებთ. ეს დაგვასუსტებს. ხელახლა უნდა მოხდეს ფოკუსირება იმ აზრზე, რომ ევროპა გათვალისწინებული უნდა იყოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში.

 

5 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების სფეროში ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.

 

ენტონი ბლინკენმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებს, თუმცა ამან ნატოს ალიანსი არ უნდა შეარყიოს.

 

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა ნატოსთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.

 

28 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ მიამიტობა უნდა შეწყვიტოს, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები უნდა ჩამოაყალიბოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner