logo_geo
eng_logo
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
- +

11 ოქტომბერი. 2021. 14:17

 

 

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner