logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა
- +

16 თებერვალი. 2016. 18:29



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა.



პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებულია იმ საგადასახადო რეფორმასთან, რაც პარლამენტშია შეტანილი.



ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან დაახლოებით 350-400 მილიონ ლარამდე მოხდება როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ისე სხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა და ლარზე ამ კუთხით ზეწოლა შემცირდება.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამს ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. ამ მიმართულებით არის კონკრეტული გეგმა გაწრილი და ნაბიჯები, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს იქნება ირანთან სავიზო მიმოსვლის გაუქმება, დამატებითი რეისები და ასე შემდეგ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის საკმაოდ სერიოზულად გამყარებას ელოდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner