ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ.
„ჩვენი წინა გათვლებით და პროგნოზით ზრდა მოსალოდნელი იყო 3 პროცენტით. დღესდღეობით კი ეს პროგნოზი არის 3,5 პროცენტი. ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პოზიტიური ეფექტები.
გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ. ამავე დროს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის გადაცემას ფინანსურ ბაზრებზე და ამ დაკვირვების დროს მიღებულ ინფორმაციას ვითვალისწინებთ გადაწყვეტილებაში. სწორედ ეს იყო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.