„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი სასწრაფოდ უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება თვეში 1.5 მილიარდ დოზას უახლოვდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას წლის ბოლომდე შეგვიძლია მივაღწიოთ, თუ ვაქცინების სამართლიანი განაწილებისთვის 8 მილიარდი დოლარის მობილიზებას შევძლებთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი სასწრაფოდ უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.