„ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ არ ვუერთდებით არცერთ აქციას, რომელიც ორგანიზებული არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერი პარტიების მიერ“, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ეს არის კონკრეტული პარტიის აქცია მისი ლიდერის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ და რომ აკეთებენ, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა შევუერთდეთ? ვინც ეს თქვა, როგორ წარმოუდგენია, რომ ჩვენ შევუერთდებით იმ პარტიის აქციას, რომელიც ყოველდღიურად ბრალს გვდებს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში?“, - განაცხადა იოსელიანმა.