logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: პაპუაშვილის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გახლავთ
- +

27 ივლისი. 2016. 16:51


„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს:


„პროკურატურის განცხადებით,  დღეს გიორგი პაპუაშვილ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, მთავარ პროკურატურაში  იყო დაბარებული. პაპუაშვილის  განცხადებით კი, ის ამ ეტაპზე არ აპირებს საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას.  გიორგი პაპუაშვილის განცხადება პირველივე დღიდან იყო პოპულისტური, რომლის ერთდერთი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გახლავთ. პაპუაშვილი უკვე შეხვდა არასამთვრობო ორგანიზაციებს, მაგრამ  დაკითვაზე არ  მიდის პროკურატურაში, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ მისი მთავარი მოტივი აღნიშნულ საკითხში გახლავთ პროკურატურის დისკრედიტაცია და არა სიმართლის დადგენა. დიახ, სამოქალაქო სექტორის პოზიცია მნიშვნელოვანია,  მაგრამ,  პირველ ყოვლისა, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს. პაპუაშვილის საქციელი შესაძლოა შეფასდეს ერთადერთი სიტყვით, ეს სიტყვა გახლავთ მავნებლობა.  სამწუხაროა, რომ გიორგი პაპაუშვილი თამაშობს  არაფორმალური უფროსის მიხეილ სააკაშვილის თამაშს და  ანგარიშს არ უწევს მის ერთადერთ ხელმძღვანელს,  ქართველ ხალხს!" - აცხადებს ქადაგიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner