იტალიის საელჩო საქართველოში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო, 9 დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს იტალიის საელჩოში დროშები სანახევროდ დაშვებულია. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგიკული დანაკლისის გამო“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.