ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ალექსანდერ შალენბერგმა ფიცი ავსტრიის პრეზიდენტის სასახლეში დადო.
10 ოქტომბერს, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. სებასტიან კურცმა თანამდებობის დატოვება გამოძიების ფონზე გადაწყვიტა. სამართალდამცველები კორუფციულ ქმედებებთან მის კავშირს იკვლევენ.