ჭარნალში დღეს დაკრძალავენ ტრაგედიის დროს დაღუპულ დავლაძეებს.
ბათუმში, დაღუპულთა პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრებიც. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ, ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობასა და ღვთის წყალობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
26 მაისი ქუჩაზე კი, იმ ადგილას, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. შეკრებილები იხსენებენ 8 ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე საუბრობენ.