დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შვიდი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა.
„რეგიონში დადებითობის მაჩვენებლების ზრდიდან გამომდინარე, 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი დაიკეტა. ასევე, ეპიდსიტუაციის გართულების გამო, რეგიონში სულ დაიკეტა შვიდი საჯარო სკოლა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
როგორც ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე, თელავის არცერთი სკოლა არ გადადის სრულად ონლაინსწავლებაზე, არამედ მიეცათ დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ.
რაც შეეხება რეგიონში აცრების მაჩვენებელს, ხიზანიშვილის თქმით, აცრების დღიური რაოდენობა კატასტროფულად არის შემცირებული.