ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემენ. ასევე, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახები შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.
ამასთან, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.