საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე, საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა ა/წ 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება.
ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაცნობებთ, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა ცვლილება (https://bit.ly/3BvYxbn). აღნიშნული ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ გადარიცხვის პერიოდში მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სტატუსის არააქტიურობის გამო საკომპენსაციო თანხა ვერ ჩაერიცხათ, კომპენსაციის მიღების მიზნით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გააქტიურების ვადა ა/წ 20 ოქტომბრამდე მიეცათ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას განახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში (https://bit.ly/3BvYxbn)“, - ნათქვამია განცხადებაში.