logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმს ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის და ტკივილის ფონზე
- +

11 ოქტომბერი. 2021. 19:44

 

 

,,ამ  ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ჩვენი ქალაქი. ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითი.  მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას,  ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობაში, პირველ რიგში მაშველებს, მათი გმირული, თავდაუზოგავი შრომისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს და პირადად მინისტრს, ასევე, პრემიერ-მინისტრს”, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

 

“მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რიგითი ბათუმელების, ბათუმის ტკივილი და  ამ ქალაქს, მართლაც  ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის, დიდი ტკივილის  ფონზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აამაღლებს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას ,

 

მადლობა ყველა მედიის წარმომადგენელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქ, ადგილზე აკვირდებოდა და იღებდა მონაწილეობას ამ სამაშველო ოპერაციაში“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner