logo_geo
eng_logo
სააკაშვილის საქმის პროკურორი: გირგვლიანის საქმეზე წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა ის ბრალეულობა, რაზეც ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე
- +

11 ოქტომბერი. 2021. 23:06

 

 

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა პირობა გაცემული, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელს შეუმცირებდა და შეიწყალებდა.

 

როგორც პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სწორედ ეს გახდა სააკაშვილისთვის ამ საქმეზე ბრალის წარდგენის საფუძველი.

 

 

„თავის დროზე, გირგვლიანის მკვლელობის და წამების აღმსრულებლები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთი და ორგანიზატორი, რომელიც იყო იმჟამად უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი, დათა ახალაია, მისთვის, რომ ხელი დაეფარებინათ, პრეზიდენტმა გასცა პირობა, შეიწყალებდა და შეუმცირებდა სასჯელს დანაშაულის აღმსრულებლებს.

 

წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა და დაიფარებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა სწორედ ის ბრალეულობა, რაზეც ჩვენ ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე.

 

პრეზიდენტის უფლებაა ჯარის გამოყვანა, როცა ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც ამ უფლებას გამოიყენებ და მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირებ, ეს უკვე დანაშაული და უფლებამოსილების გადამეტებაა“, - განაცხადა წიკლაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner