logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში, 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ, ახლა მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება
- +

12 ოქტომბერი. 2021. 01:01

 

 

“ბოლო 4 წლის განმავლობაში, 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ, ახლა მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება”, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

 

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან, მისი თქმით, ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველია ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.

 

ხმალაძის განმარტებითვე, მერიის მხრიდან ახალი პროგრამა შემუშავდა, რომელიც ავარიული შენობების სრულ დემონტაჟსა და მათი ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

 

 

„ზოგადად, ჩვენთვის ავარიული შენობების პრობლემა პირველად არ დადგა დღის წესრიგში. ამ თემაზე მერიაში, რომ მოვედით, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთი იყო სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი კანონმდებლობა გადაიხედა. ავარიული შენობები ამ ხარისხს იძენს ან ვადის გასვლის გამო, ან ავარიული მიშენებების გამო - ეს მავნე პრაქტიკა უკვე ათეული წლებია ქვეყანაში გვაქვს, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა და გამოწვევა.

 

ბოლო 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ. ახლა, ამ მომენტში მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება. ავარიული შენობის გამაგრება ეს არის დროებითი გადაწყვეტა, ის 5-6 წელიწადში ისევ იძენს ავარიულობის გარკვეულ ხარისხს და ისევ საფრთხის წინაშე აყენებს იქ მცხოვრებ ადამიანებს.

 

პირველი პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ, იყო ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. კახას გუნდმა შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულად დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას.

 

ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4 - ხუთსართულიანი ე.წ. „ხრუშოვკები“ და მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა და ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე.

 

თბილისის მუნიციპალიტეტში 10 რაიონული გამგეობაა და მათი თანამშრომლები არიან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მოსახლეობასთან, ძალიან კარგად იციან თითოეულ საცხოვრებელ კორპუსს, უბანს თუ ქუჩას რა უჭირს, თუ ამის საჭიროება არის, ვატარებთ დროულად ექსპერტიზას, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო გამაგრებით სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner