საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა გრძელდება. პროექტი მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს.
2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიებისა და გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა.
გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა დანიშნული.