logo_geo
eng_logo
ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება
- +

12 ოქტომბერი. 2021. 10:24

 

ხვალ შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია უკვე ჟენევაშია.

 

დღეს მხარეები თანათავჯდომარეებს შეხვდებიან და 13 ოქტომბრის მოლაპარაკებებისთვის მოემზადებიან. ქართული მხარისთვის ისევ აქტუალური და პრინციპული საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

 

მოლაპარაკების თემა იქნება ანექსიის პროცესი, გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა. საქართველოს დელეგაცია კვლავ დასვამს ბაშარული - ოთხოზორია - ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საკითხს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner