logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: ჩე გევარა ვერ იქნება თქვენი დორბლა, არც გინდოდეთ, ცუდად დაამთავრა...
- +

12 ოქტომბერი. 2021. 11:02

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მიმართავს:

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა!“

 

უღმერთოები და შუბლ-ძარღვ გაწყვეტილები რომ ხართ და ერთი გლოვის დღე ვერ მოითმინეთ ეს არავის უკვირს.

 

გარდა მაგისა თქვენ რომ იცოდეთ რა არის რეალურად შიმშილი და ვინც იცის ეს რა არის ვერ გააკვირვებთ – ჩაი, წვენი, თაფლი და ა.შ. ეს არ არის შიმშილობა – არსად ეს არ წერია და ნურავის ატყუებთ!!!

 

გინდათ რომ შეგვეცოდოს? გინდათ რომ განვიცადოთ – ეს შეუძლებელია – და არა იმიტომ რომ უსულგულოები ვართ – უბრალოდ თქვენი სიყალბე, აფერისტობა და პოლიტიკური თაღლითობა ამოსულია ყელში, მუდმივად ესკალაციის და დესტაბილიზაციის მცდელობებში ხელისუფლების უზურპაციისთვის!!

 

ჩვენი წლები და ცხოვრება გავიდა!!!

და ძალიან, ძალიან მოგვბეზრდით!!!

 

ჩე გევარა ვერ იქნება თქვენი დორბლა, არც გინდოდეთ, ცუდად დაამთავრა იმან, გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ვერც ნელსონ მანდელა და ვერც განდი – ადამიანობა აკლია მაგისთვის!!!

 

კადაფიზაციას გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილის ჰუმანურმა პოლიტიკამ 2012 წელს და ამას ვერ აცნობიერებთ თქვენ!!! ესაა თქვენი პრობლემა!!!

 

ხოდა ჰა გააგრძელეთ და გაგიმეორებთ:

 

– სადაც ვიწროა იქ გაწყდეს,” – წერს ნუკა არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner