ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო, ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა.
ჯანმოს ვაქცინის მრჩეველთა ჯგუფის განმარტებით, დამატებითი დოზა იმუნოკომპრომისულ ადამიანებს დაეხმარება, რომ თავიდან აიცილონ დაავადების მძიმე ფორმის განვითარება. ისინი ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაციას გასცემენ 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც, ვინც ჩინური წარმოების, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით არიან აცრილი.
ექსპერტთა ჯგუფი დამატებითი დოზის რეკომენდაციას უფრო ფართო საზოგადოების ჯგუფებზე ჯერჯერობით არ გასცემს, ჯანმოში საკითხს 11 ნოემბერს განიხილავენ.