ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას მიმართავს:
“ქალბატონო გიული – სულხან მოლაშვილის მდგომარეობაც მძიმდებოდა და მძიმდებოდა, არც თაფლი მიუღია და არც წვენი, ერთადერთი რასაც იღებდა ყოველ დღე, იყო – არაადამიანური მოპყრობა, წამება, დამცირება, რომლის შედეგადაც ჯანმრთელი, მთასავიც კაცი გარდაიცვალა!!!
შეეგუეთ, თქვენი მანიაკი შვილი უნდა იყოს ციხეში და პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე, მაგრამ უფრო მძიმე მუხლსაც უნდა ელოდოთ, ეს არის: სამშობლოს ღალატი და საკუთარი მოქალაქეების (კაცობრიობის) წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული!!!
რამდენს ბედავთ ქალბატონო, რამდენს?
ტექნიკური უნივერსიტეტის დაბრუნებაც მოგიწევთ თქვენ სახელმწიფოსთვის, აუცილებლად!!!” – წერს ლატარია.