logo_geo
eng_logo
მედეა ქაჯაია: ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 11:34

 

ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა დღეისთვის სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა, - ამის შესახებ „ქრონიკას“„მედცენტრის“ დირექტორმა მედეა ქაჯაიამ განუცხადა.

 

„პაციენტი აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და კლინიკური კვლევებითაც დინამიკა დადებითია. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა გადავიყვანთ განყოფილებაში. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner