logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს
- +

12 ოქტომბერი. 2021. 11:56

 

8 ოქტომბერს, 26 მაისის ქ. #13-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

 

ბათუმის მერია, კიდევ ერთხელ, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

 

ჩამონგრეული კორპუსისა და მიმდებარე სადარბაზოების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, დაწყებულია ექსპერტიზა.

 

დასკვნის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. მანამდე კი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მაცხოვრებლების სახლში შესვლა შეზღუდულია.

 

პარალელურად მოწმდება მიმდებარე სახლების მდგომარეობა.

 

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

 

ასევე, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ფსიქოკონსულტაციით.

 

ბოლო დღეების განმავლობაში, ბათუმის მერიის სამსახურები, სამაშველო სამსახურთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ჩართულები იყვნენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში.

 

დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner