logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: კიდევ უფრო გავამკაცრებთ ნორმებს!
- +

12 ოქტომბერი. 2021. 12:57

 

„შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი თუ საჭიროდ ჩათვლის საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და გამკაცრებას, რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა რომ უფრო სწორად, კანონით იყოს გაწერილი, ამაზე მუშაობა დავიწყოთ“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე. ის მოუწოდებს დეპუტატებსაც, ვისაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ ცვლილებების შემუშავებაში.

 

„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ნორმებს, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი პრობლემები ბევრგან არის. აუცილებელია, ჩვენი მხრიდანაც, იყოს შესაბამისი, დროული რეაგირება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner