logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი სრულად უჭერს მხარს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს
- +

12 ოქტომბერი. 2021. 14:46

 

„ძალის გამოყენებით, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ყოვლად მიუღებელია და აზერბაიჯანი სრულად უჭერს მხარს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

 

მან „მიუმხრობლობის მოძრაობის“ (Non-Aligned Movement) მიერ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ NAM-ი მრავალმხრივი ურთიერთობების ნამდვილი მაგალითია.

 

„მოკლე დროში, აზერბაიჯანმა მოიპოვა დიდი ნდობა და პატივისცემა მოძრაობის წევრ სახელმწიფოებს შორის და 2016 წელს, NAM-ის ლიდერების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი აირჩიეს NAM–ის თავმჯდომარედ 2019-2022 წლების პერიოდით”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner