„ძალის გამოყენებით, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ყოვლად მიუღებელია და აზერბაიჯანი სრულად უჭერს მხარს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
მან „მიუმხრობლობის მოძრაობის“ (Non-Aligned Movement) მიერ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ NAM-ი მრავალმხრივი ურთიერთობების ნამდვილი მაგალითია.
„მოკლე დროში, აზერბაიჯანმა მოიპოვა დიდი ნდობა და პატივისცემა მოძრაობის წევრ სახელმწიფოებს შორის და 2016 წელს, NAM-ის ლიდერების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი აირჩიეს NAM–ის თავმჯდომარედ 2019-2022 წლების პერიოდით”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.