logo_geo
eng_logo
კასპში 8 ცალი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების კომპლექტის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია
- +

12 ოქტომბერი. 2021. 15:43

 

კასპში 8 ცალი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების კომპლექტის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.

 

ფიტნეს ტრენაჟორები სოფლებში - ოკამი, ლამისყანა, მეტეხი,  5 კი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე - გ. სააკაძე, მ. კოსტავა, შ. რუსთაველი, გ. მაზნიაშვილი და ალ. ყაზბეგი ეწყობა.

 

პროექტი ითვალისწინებს სავარჯიშო მოედნის, ფანჩატურის და სპორტული ტექნიკის მოწყობას.

 

პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება რომელსაც შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს. 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყო სოფელ მრგვალი ჭალაში, ზემო რენეში, სასირეთსა და სოფელ ქვემო ჩოჩეთში. სპორტული სივრცის - ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის მიზანი  მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობაა“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner