logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ღარიბაშვილის უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნისას, დამნაშავე რეჟიმის არაერთი ჯალათი დააპატიმრეს, ბელადი სააკაშვილის ჩათვლით
- +

12 ოქტომბერი. 2021. 15:46

 

ყველა არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიცია ვერ ეგუება იმ ფაქტებსაც, რომ ღარიბაშვილის უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნისას, დამნაშავე რეჟიმის არაერთი ჯალათი დააპატიმრეს, ბელადი სააკაშვილის ჩათვლით“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს და იმ ასპექტებს განიხილავს, რაც ოპოზიციას ღარიბაშვილის პრემიერობით განსაკუთრებით აღიზიანებს.

 

ანალიტიკოსის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება პოლიტიკაში.

 

ისტერია უვითარდებათ ფსიქიკური ზეგავლენით დასუსტებული ნერვული სისტემის მქონე პირებს და რაც არის პიროვნების რეაქცია იმ სიტუაციაზე, რომლის გადატანაც მას არ შეუძლია. სწორედ ამით აიხსნება დესტრუქციული ოპოზიციის გაშმაგებული, ორკესტრირებული შეტევების უწყვეტი ტალღები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ყველა არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიცია ვერ ეგუება იმ ფაქტებსაც, რომ ღარიბაშვილის უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნისას, დამნაშავე რეჟიმის არაერთი ჯალათი დააპატიმრეს, ბელადი სააკაშვილის ჩათვლით. ირაკლი ღარიბაშვილის არაადეკვატური ლანძღვა-გინების კორიანტელში ჩართეს სექტის უკლებლივ ყველა აქტორი, თვითმარქვია ექსპერტების, ფსევდოჟურნალისტებისა და მათსავით ლოგიკასთან მწყრალად მყოფი „ხელოვანებიც“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბეჩავი ლოზუნგი „თავისუფლება მიშას“ გადაფარულია მესიჯბოქსით - „გადადგეს ღარიბაშვილი“ და „ღარიბაშვილს უშვებენ“. 30 ოქტომბერს, რომ წაგებულთა ისტერია გამწვავდება და მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ დიდხანს არ წავა უმაღლესი პოლიტიკიდან, ესეც უდავოა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner