logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: უკრაინას ევროკავშირის იმედი შეუძლია ჰქონდეს
- +

12 ოქტომბერი. 2021. 16:59

 

უკრაინას ევროკავშირის იმედი შეუძლია ჰქონდეს, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უსაფრთხოება ასევე ნიშნავს ძალისხმევის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

კიევში უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტი მიმდინარეობს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და ევროკავშირს შორის არაერთი შეთანხმების გაფორმება. ევროკავშირის მხრიდან სამიტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner