logo_geo
eng_logo
დუშეთში, სპეცოპერაციისას დააკავეს პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ამერიკის ყალბ ვიზებს ამზადებდა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 17:40

 

დუშეთში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ერთი პირი, დაჩი სიანაიძე დააკავეს, რომელიც, გამოძიების ცნობით, ყალბ ვიზებს ამზადებდა. არსებული ინფორმაციით, ის აიყვანეს თავისივე სახლიდან, სადაც ოფისი ჰქონდა განთავსებული.

 

საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა, ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს დოკუმენტაცია, რომელსაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში შეისწავლიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობთ, მისი სავარაუდო დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ ის, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებს, ეხმარებოდა, უკანონოდ შეეღწიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს მექსიკის გავლით ხდებოდა.

 

შსს-ს ცნობით, დაკავებული მოქალაქეებს აშშ-ში შესაბამისი თანხის სანაცვლოდ გზავნიდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შსს-ს აქვს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებითაც დანაშაული დგინდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner