logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ კოალიციური მთავრობის თემას იმისთვის ამუშავებს, რომ კონკრეტული პარტიები ფანჩატურად ცნობილ ფორმატში დააბრუნოს
- +

12 ოქტომბერი. 2021. 17:50

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ კოალიციური მთავრობის თემას იმისთვის ამუშავებს, რომ კონკრეტული პარტიები დააბრუნოს იმ ფორმატში, რომელიც ახლახან შალვა ნათელაშვილის ფანჩატურად ცნობილ ფორმატში ჰქონდათ.

 

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, წინა შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიების რაოდენობით დაიწყო სპეკულირება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად.

 

„ნაცმოძრაობა“ არავის წინ წაწევას არ აპირებს. თუ რეალობაში მეორე ტურის არჩევნებს ვიხილავთ, როგორც პერსპექტივას ვითარების დაწყნარების, ასეთ პერსპექტივას „ნაცმოძრაობა“ არ იხილავს. საერთოდ, ეს პარტია მეორე ტურის თემასაც არ იხილავს იმდენად, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდება არ ითვალისწინებს არც კოალიციურ მთავრობას და არჩევნების ორგანიზებულად, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner