logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ღარიბაშვილის დროს Nato-ში გაწევრიანებისთვის რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძე წარმატებით აგრძელებს
- +

12 ოქტომბერი. 2021. 18:28

 

„საქართველოს Nato-ში  გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილის დროს გაგრძელდა, ხოლო ღარიბაშვილის დროს კი ნატოში გაწევრიანებისთვის რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძე წარმატებით აგრძელებს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართულ ჯარში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებდა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ დანიშნული მაღალჩინოსნები ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ გამხდარიყო.

 

„ყველას გვახსოვს სააკაშვილის დროინდელი განცხადებები და რიტორიკა, მაგრამ რას აკეთებდა ის Nato-ში  გასაწევრიანებლად? საუბრის გარდა არაფერს. დაიწყო უაზრო ომი, თავდაცვის მინისტრად დამნაშავე ახალაია, ხოლო სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნად მწამებელი მეგის ქარდავა ყავდა, ეს იყო „შესანიშნავი“ სამეული რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო ნატოს წევრი არ გამხდარიყო. ჯარში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებდა, განადგურებულ იყო ინფრასტრუქტურა, ხოლო ხარჯები გაუმჭირვალობით გამოირჩეოდა. ასევე სააკაშვილმა ფაქტობრივად, გააუქმა საჰაერო და საზღვაო ძალები, ხოლო ჯარისკაცს არა პატივისცემით, არამედ ზემოდან ქვემოთ უყურებდა. რა თქმა უნდა, ქვეყანას რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებდა თავდაცვის ძალებს, ნატოში არავინ მიიღებს“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.

 

დავით ჩიხელიძე განმარტავს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს სრულად განაახლა თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა და მისივე თქმით, მისი დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ:

 

„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ღარიბაშვილმა სიტყვების ნაცვლად საქმის კეთება დაიწყო, სრულად განაახლა თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა, შეიძინა ახალი შეიარაღება (ნატოს სტანდარტების), აღადგინა საჰაერო ძალები და ა.შ. მისი დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომლის მუშაობის შედეგად საქართველო, მალე რეგიონში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი გახდება. პარალელურად ხორციელდება რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას ზრდის! რამდენიმე დღის წინ საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ადმირალმა რობ ბაუერის ვიზიტი შედგა, რომელმაც ნატოსთვის საქართველოს მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ვიზიტის ფარგლებში მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ფრაზა: თავდაცვის სამინისტროს, მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი. დიახ, საქართველო ნამდვილად მზად არის გახდეს ნატოს წევრი, დღეს ეს არა შორეული, არამედ ახლო პერსპექტივად მოჩანს. აღნიშნულს ადასტურებს, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ასევე, იენს სტოლტენბერგის განცხადება „საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან “, რომელიც დროში ადმირალ რობ ბაუერის ვიზიტს დაემთხვა“, - განაცხადა ჩიხელიძემ და დასძინა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა „ქართული ოცნების“ პირობებში რეალობად იქცევა.

 

„საქართველო ნატოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, როგორც სამხედრო კონტრიბუციის კუთხით, ასევე, სატრანზიტო მიმართულებით. გარკვეულ საკითხებში ნატოს ეფექტური მოქმედება სწორედ საქართველოს დამსახურებაა, რომლის საჰაერო სივრცე მუდმივად მზად არის მოემსახუროს ნატოს მიზნებს და სულისკვეთებას. ჩვენ ვართ თაობა, რომლის ოცნებაც ნატოს და ევროკავშირის წევრობაა, ოცნება, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ხელშესახები გახდა და ძალიან მალე რეალობად იქცევა!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner