logo_geo
eng_logo
რუსეთი აშშ-ს ყველა შეზღუდვის მოხსნას სთავაზობს, რომელიც ბოლო წლებში იქნა დაწესებული
- +

12 ოქტომბერი. 2021. 18:51

 

მოსკოვი ვაშინგტონს ყველა იმ შეზღუდვის მოხსნას სთავაზობს, რომელიც ორი ქვეყნის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაწესდა.

 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი რიაბკოვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო მისიების ერთმანეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. რუსული მხარის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მტრული ანტირუსული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, მაგრამ მოსკოვი არ ეძებს შემდგომ ესკალაციას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ვებგვერდზე განთავსდა.

 

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის კონფრონტაციული ხაზის გაგრძელება გამოიწვევს “მხოლოდ რუსეთ-ამერიკული ურთიერთობის მომავალ დეგრადირებას”.

 

საჭიროა რეალისტური მიდგომა, რომელიც გულისხმობს ურთიერთობის დალაგებას ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას, თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე”.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ფომინი.

 

ვიქტორია ნულანდი მოსკოვში გუშინ ჩავიდა და 13 ოქტომბრამდე დარჩება. დიპლომატი ასევე კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner