“მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი, ხოლო ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი - ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი იყო პოლიტიკური და ამას არ აქვს არანაირი კავშირი იმასთან, სასამართლო რაზე იმსჯელებს ან უკვე რა განაჩენებია გამოტანილი. უკვე დამდგარია განაჩენი და სააკაშვილი მსჯავრდებულია სწორედ დამდგარი განაჩენების შესაბამისად. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი. შეგიძლიათ ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე - სამართლებრივად ასეა“, - აცხადებს ოხანაშვილი.